საიტი სატესტო რეჟიმშია

IREX

IREX საქართველოში მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიას და უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. IREX უზრუნველყოფს ტექნიკურ და სტრატეგიულ რჩევებს მედიაორგანიზაციებისა და მედია პროფესიონალებისთვის, ხელს უწყობს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მედია საშუალებების პარტნიორობას, უმაღლესი და საშუალო განათლების ადმინისტრირებას და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. 

ჩვენ 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ IREX-თან. მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში ჩავატარეთ ფართომასშტაბიანი მედია-კვლევა საქართველოში. კვლევა ითვალისწინებდა რეგიონული მედიის არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების დადგენას, მედიის - როგორც ბიზნეს ერთეულის - სიცოცხლისუნარიანობის შესწავლას, განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის რეკომენდაციების შემუშავებას, გეგმის სისრულეში მოსაყვანად პერიოდული მონიტორინგისა და ადგილზე ქოუჩინგის გზით. მედიების საჭიროებებზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავეთ და ჩავატარეთ მედია-ორგანიზაციებისთვის ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვების პროგრამები/სემინარები, პერიოდულად ვგეგმავდით და ვატარებდით ადგილობრივი და რეგიონული ბაზრის კვლევებს, რაც ეხმარებოდა მედია-ორგანიზაციებს საკუთარი მარკეტინგული გეგმის უკეთ დასახვასა და განხორციელებაში, ორგანიზაციების ზრდასა და განვითარებაში. ჩვენ ასევე ვზრუნავდით მედია-ორგანიზაციების side-ბიზნეს იდეების შემუშავებაზე/ჩამოყალიბებაზე და აქტიურად ვიყავით ჩართულები შერჩეული ბიზნეს იდეების განხორციელების პროცესში.

აღნიშნული პარტნიორობა დღემდე გრძელდება და ახლაც, აქტიური კონსულტაციების გზით ვუწევთ დახმარებას რეგიონულ მედია ორგანიზაციებს.