ლუკა პოლარე

ლუკა პოლარეს პირველი სანაყინე 2008 წელს გაიხსნა თბილისში. დღეს კი საქართველოს 3 სხვადასხვა ქალაქში 16 ფილიალით არიან წარმოდგენილი. წარმოება 60-მდე სხვადასხვა სახის ნატურალური ნაყინის სახეობას ითვლის. ასევე, სანაყინეში შეგიძლიათ მიირთვათ ექსკლუზიური ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი, მიქს-სასმელები, ფრაპეები, ნამცხვრები, სალათები და სენდვიჩები.

კომპანიამ 11 წლის მანძილზე ნელ-ნელა, გეგმიურად და სწორი გადაწყვეტილებებით გაიმყარა პოზიციები და  დღეს ბაზრის ლიდერია.

ჩვენი გუნდი 2013 წლიდან გახდა კომპანიის პარტნიორი. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავდა ბაზრის კვლევას, მარკეტინგულ კვლევებს, მომხმარებლის გამოკითხვას, ცნობადობის განსაზღვრას. ბაზრის კვლევის შედეგად დავადგინეთ გეოგრაფიული ლოკაციები ახალი ფილიალებისათვის, შევიმუშავეთ ბიზნესის განვითარების გეგმა და შესაბამისი სამოქმედო რეკომენდაციები. 

Luca Polare-ს ორგანიზაცია ასევე მოიცავს Polare Production-ს, მათი გადაღებული ფილმებია: „გრძელი, ნათელი დღეები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. Polare Production-თან თანამშრომლობა მოიცავდა ახალი ფილმებისათვის საპრემიერო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას. პროექტის ამოცანას წარმოადგენდა მაყურებელთა განსაზღვრული რაოდენობის კინოსეანსებზე მოზიდვა. „გრძელი, ნათელი დღეებისათვის“ გეგმის შესრულების შედეგად დასახული მიზანი 180%-ით შესრულდა. ამ პროექტმა ჩვენ პირველი საერთაშორისო აღიარებაც მოგვიტანა გაბრიელ ალ-სალემის საერთაშორისო კონკურსში ნომინაციაში „ბრწყინვალება კონსალტინგში“, სადაც ავიღეთ ჯილდო კატეგორიაში „წლის საუკეთესო საკონსულტაციო პროექტი“ - ფილმის პრემიერისათვის წარმატებული მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვისთვის.