კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია -  მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს  არქიტექტორი. კომუნიკაციების კომისია ხელს უწყობს ქვეყანაში სიახლეების დანერგვას, რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომუნიკაციების კომისია ემსახურება ჯანსაღი კონკურენციის არსებობას  სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მუდმივად იცავს საზოგადოების ინტერესებს.  

ჩვენ ჩავატარეთ საზოგადოებრივი აზრის კვლევა კომუნიკაციების კომისიისთვის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდოლოგიით. მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირი ინტერვიუების მეშვეობით გამოვკითხეთ 2,700-ზე მეტი რესპონდენტი.

პროექტის საბოლოო ეტაპზე მომზადდა ანგარიში, რომელიც ასახავს მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის პრეფერენციებს რადიო მაუწყებლობის შესახებ. 2018-2020 წლებში, კომუნიკაციების კომისია სწორედ აღნიშნული ანგარიშის შედეგებით ხელმძღვანელობდა რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემისას.

კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე : comcom.ge/uploads/other/3/3119.pdf