აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ხელს უწყობს ტურიზმის პოტენციალის განვითარებას აჭარის რეგიონში, სიახლეების დანერგვას აღნიშნულ სფეროში და ახდენს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

ჩვენ შევიმუშავეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2019-2025 წლებისთვის, ასევე აჭარის, როგორც "4 სეზონის კურორტის" პოზიციონირებისათვის შევადგინეთ ტურისტული სერვისების/პროდუქტების და ძველი ბათუმის ტურისტულ პროდუქტად განვითარების გეგმა. 

ჩვენთვის დიდი პატივი იყო მსგავს მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტზე მუშაობა. ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენა-განვითარებაში.