Сайт находится в стадии тестирования

Сервисы

ჩვენ ვახორციელებთ საკონსულტაციო მომსახურებას, რაც გულისხმობს როგორც კერძო, ასევე საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მათზე ინდივიდუალურად მორგებული სერვისებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებას. მუდმივი სწავლის, განვითარებისა და პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილებით, ჩვენ დაგეხმარებით, დაალაგოთ თქვენი კომპანიის არსებული პროცესები და აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები სტრატეგიული დაგეგმარების, კვლევის, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებით. 

ჩვენი მიზანია, ზუსტად გავიგოთ, რა ამოცანას გვისახავთ, რატომ არის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი და რა მიზეზებმა განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება - მოგვმართოთ ჩვენ. თითოეულ ორგანიზაციას ვთავაზობთ ინდივიდუალურ შეთავაზებას, რაც მოიცავს კვლევის ამოცანას, მიდგომას და მეთოდოლოგიას. ჩვენ თქვენთან ერთად, ერთ გუნდში, ვიმუშავებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ნათლად დავინახოთ/გავიაზროთ თქვენი მოთხოვნილებები და საერთო ძალებით განვსაზღვროთ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული გზა - როგორ შეასხათ ფრთები თქვენს ჩანაფიქრს. 
 

Мы предлагаем