Сайт находится в стадии тестирования

CENN

CENN გამოცდილი არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვაზე სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით. აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, რესურსების მდგრადი მართვის, ჯანსაღი, წარმატებული და კლიმატის მიმართ სტაბილური თემების ფორმირებისა და განვითარების, გარემოსდაცვით საკითხებში ქალთა ჩართულობისა და მათი როლის ზრდის მიმართულებებით.

ბოლო 2 წლის განმავლობაში, რამოდენიმე პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლეთ ორგანიზაციასთან. ჩავატარეთ ტრენინგი ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად, ENPARD-ის ფარგლებში. ასევე, ვითანამშრომლეთ საგრანტო პროექტის ფარგლებში ბიზნეს გეგმისა და ბიზნეს მოდელის დახვეწაზე 6 ორგანიზაციისთვის.