კამპანიების პრე და პოსტ-შეფასება
Метрики Брендаმარკეტინგული დანახარჯის ადეკვატურობის განსაზღვრად მნიშნველოვანია მომხმარებლების მუდმივი შესწავლა. ამის შედეგად ვხედავთ, თუ რამდენად შედეგიანი იყო კამპანია, რამდენად დამამახსოვრებელი იყო კომუნიკაციის ხერხები, რა საშუალებებით იღებენ მომხმარებლები ახალ ინფორმაციას, რა გეოგრაფიულ არეალებში დაამახსოვრდათ სხვადასხვა მარკეტინგული მასალები და ა.შ. კვლევები ასევე საშუალებას გვაძლევს წინასწარი დატესტვით მივიღოთ მოლოდინი, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელს სხვადასხვა მასალებზე, რა ახდენს მათ გადაწყვტილებაზე გავლენას, ვიზუალურად რა იქცევს ყურადღებას და სხვა დეტალები. კამპანიის შემდგომი შედეგების განსაზღვრა ხდება რაოდენობრივი კითხვარის დახმარებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლების აზრი გავიგოთ, უნახავთ თუ არა კამპანიის დროს დაგეგმილი რომელიმე მარკეტინგული მასალა, სად ნახეს, სად გაიცნეს, რა გავლენა იქონია მათზე. აღნიშნული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს უკეთ დავგეგმოთ მარკეტინგული კამპანია, სწორად გავაკეთოთ ბიუჯეტირება და ჩვენს ხარჯებს მივაყენოთ მაქსიმალურად მცირედი რისკი.
ჩვენი თანამშრომლობა ICR-თან 2015 წლიდან მუდმივად ხორციელდება. მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას ვახორციელებთ მარკეტინგული კამპანიების წინასწარ განსაზღვრას თვისებრივი კვლევების საშუალებით, რაც გვაძლევს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ წარმოდგენა, თუ როგორი მოლოდინები აქვთ მომხმარებლებს, რა იქცევთ მათ ყურადღებას და როგორ იღებენ ყიდვის გადაწყვეტილებას მომხმარებლები მარკეტინგული არხების საშუალებით. ყოველი კამპანიის შემდეგ ხდება კამპანიის შედეგების შეჯერება და განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად ეფექტიანი იყო აღნიშნული კამპანია. რაოდენობრივი კვლევის საშუალებით ვსაზღვრავთ მოსახლეობის რა პროცენტმა ნახა აღნიშნული რეკლამა, რამდენად დაამახსოვრდა, რა დეტალები დაამახსოვრდა, რა გავლენა იქონია მათ გადაწყვეტილებაზე, რომელი საინფორმაციო არხის საშუალებით მიიღო ინფორმაცია და ა.შ. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ხდება ყოველი მომხდევნო კამპანიის დაგეგმვა, აქედან გამომდინარე, მუდმივად ხდება განახლება საინფორმაცია არხების, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და მარკეტინგის შედეგიანობაც მუდმივად მაღლა იწევს. ამ წლეების განმავლობაში ჩატარებული კვლევების დახმარებით ICR მუდმივად ბაზრის მოწინავე პოზიციებს იკავებს.