ფილმების პოსტ-პროდუქციისათვის სტრატეგიის დაგეგვმა
Маркетинговая стратегияჩვენ ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია ვიყავით საქართველოში, რომელმაც ფილმების პროდუქციისათვის მარკეტინგული სტრატეგიის შესამუშავებლად ჩავატარეთ დიდი კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიმუშავეთ სტრატეგია. პროექტის მიზანი იყო, შეგვესწავლა პოტენციური ბაზარი და ისე დაგვეგეგმა მარკეტინგული, თუ საპრომოციო აქტივობები ფილმის კინოთეატრებში გაშვებამდე, რათა ფილმს დაეფარა შექმნის ხარჯები და გასულიყო მოგებაზე.
ამ ტიპის მომსახურება გავწიეთ ორი ფილმისათვის "გრძელი, ნათელი დღეები" და "ჩემი ბედნიერი ოჯახი". ორივე ფილმის შემთხვევაში მოხდა მომხმარებლების როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევა. პროექტის სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ პოტენციური ვიზიტორების გამოკითხვა და მათი აზრის/პრეფერენციების დადგენა/შესწავლა ხდებოდა რეალურად ხელშესახები პროდუქტის არარსებობის პირობებში.
ორივე პროექტი წარმატებით დასრულდა. "გრძელი, ნათელი დღეების" მარკეტინგი სწორად დაიგეგმა და განხორციელდა, რამაც უზრუნველყო ვიზიტორების დიდი ნაკადი (დაგეგმილზე +75%-ით მეტი მნახველი, რაც ქართული ფილმების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია). პროექტის წარმატებამ მოგვცა სტიმული, ჩვენი ნაშრომის მოკლე აღწერა გაგვეგზავნა Gabriel-Al-Salem -ის ყოველწლიურ კონკურსზე “Consulting Project of the Year ”. პროექტმა საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა.
"გრძელი, ნათელი დღეების" მსგავსად, დაიგეგმა კვლევა სიმონ გროსისა და ნანა ექვთიმიშვილის მეორე ფილმისთვის: „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. ფილმის პრემიერამდე ექსკლუზიურად ინოვას თანამშრომლებისთვის მოეწყო დახურული კინოჩვენება. თვისებრივი კვლევის პირობებში გაანალიზდა სხვადასხვა ასაკისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების მქონე სეგმენტის დამოკიდებულებები და პრეფერენციები ფილმის საკვანძო მარკეტინგულ მესიჯებთან მიმართებაში. ჩვენი რეკომენდაციით შემუშავებულმა მარკეტინგულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და ფილმი გავიდა მოგებაზე, რაც ასე მნიშვნელოვანი და უცხოა ქართული ნაწარმისთვის. ფილმი განთავსებულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინ მედია პროვაიდერ ნეტფლისზე.