პროექტის მსვლელობისას პერიოდულად ვხვდებით  ორგანიზაციის...

პროექტის მსვლელობისას პერიოდულად ვხვდებით ორგანიზაციის...

კვლევა

პროფესიული რჩევის მომზადებისას, ვცდილობთ, ზუსტად გავიგოთ, რა ამოცანას გვისახავს კლიენტი. რატომ არის ეს საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი და რა მიზეზებით არის გამოწვეული კლიენტის გადაწყვეტილება - მიმართოს საკონსულტაციო ფირმას.

ყველა ჩვენი მცდელობა ემსახურება ერთ საბოლოო მიზანს: კონკრეტული ბიზნესისთვის მოვამზადოთ ისეთი რჩევა - შევქმნათ ისეთი საბოლოო პროდუქტი - რომელიც მისთვის ფასეულია, რომელიც დაეხმარება მას, თავი დააღწიოს არსებულ პრობლემებს და გადადგას ნაბიჯი წარმატებისკენ.

ჩვენი მუშაობის სტილიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, კლიენტი აქტიურადაა ჩართული სამუშაოს პროცესში. პირველი შეხვედრიდან მიღებული ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე ვამზადებთ სამუშაო გეგმას, სადაც წარმოდგენილია კლიენტის მიერ დასახული ამოცანა, ჩვენი მიდგომა და სამუშაოს შესრულების მეთოდოლოგია. შეთანხმების მიღწევის შემდეგ ვიწყებთ ინფორმაციის მოგროვებას არსებული პრობლემის გარშემო, ვაანალიზებთ გარემო ფაქტორებს, ვსწავლობთ შესაბამის დარგში ექსპერტების აზრს და საბოლოოდ, თეორიული მიდგომებისა და დაგროვილი გამოცდილების შეჯერებით, ვიღებთ საბოლოო შედეგს.

პროექტის მსვლელობისას პერიოდულად ვხვდებით ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ვუზიარებთ ჩატარებული სამუშაოს შედეგებს და ჩვენს მოსაზრებებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ორგანიზაციის მენეჯერებისა და კონკრეტული საქმის შემსრულებლების გამოცდილების გაზიარება.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პროექტის მსვლელობისას ორგანიზაციასთან მჭიდრო კავშირი და პროექტზე ერთობლივი მუშაობა უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხსა და სიცოცხლისუნარიანობას, ამასთან მკვეთრად ზრდის პროექტის წარმატებით განხორციელებისა (და დანერგვის) ალბათობას.

ყველა ჩვენი მცდელობა ემსახურება ერთ საბოლოო მიზანს: კონკრეტული ბიზნესისთვის მოვამზადოთ ისეთი რჩევა - შევქმნათ ისეთი საბოლოო პროდუქტი - რომელიც მისთვის ფასეულია, რომელიც დაეხმარება მას, თავი დააღწიოს არსებულ პრობლემებს და გადადგას ნაბიჯი წარმატებისკენ.

მსგავსი სიახლეები