საიტი სატესტო რეჟიმშია

გროს ენერჯი ჯგუფი

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობაა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე; მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ისე იურიდიულ მხარეს, რაც გულისხმობს ნებართვებისა და ლიცენზირების ეტაპებზე სრულ მომსახურებას. კომპანია ასევე ასრულებს ჰიდროლოგიურ, გეოდეზიურ, გეოფიზიკურ, გეოლოგიურ საველე კვლევებს.

ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიამ გააფართოვა მომსახურების არეალი, რამაც განაპირობა კომპანიის ზრდა და საჭირო გახდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, სწორედ ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, შევიმუშავეთ GEG-ის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა.