საიტი სატესტო რეჟიმშია

აწარმოე საქართველოში

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი ბიზნესის შექმნისა და არსებული ბიზნესის გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

ჩვენ 2015 წლიდან  ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ფინანსური მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. ჩვენი გუნდი პასუხისმგებელი იყო პროექტის ადმინისტრირებაზე შემდეგ რეგიონებში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია. 

ჩვენს სამიზნე რეგიონებში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 2 000-ზე მეტი დამწყები და არსებული მიკრო/მცირე ბიზნესი, დავატრენინგეთ 10 000 –მდე ბენეფიციარი სამეწარმეო უნარების განვითარებაში, ფინანასებსა და მარკეტინგში. გრანტის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 14,5 მლნ. ლარი. დაფინანსებული ბიზნესების 92% მოქმედია, ხოლო 77% კი მომგებიანი.