საიტი სატესტო რეჟიმშია

საქართველოში რადიო მაუწყებლობის განვითარების შესაძლებლობების კვლევა

მომხმარებლის კვლევა

"მომსახურების გაწევა განხორციელდა კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად, ხოლო კვლევის თითოეული ეტაპი შესრულდა და ანგარიშის წარდგენა მოხდა ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დაცვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია რეკომენდაციას უწევს შპს „Innova”-ს განახორციელოს ანალოგიური მომსახურების გაწევა სხვა დამკვეთზე“ - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - კახი ბექაური

2018 წელს ჩვენ ჩავატარეთ საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური კვლევა რადიო მაუწყებლობის განვითარების შესაძლებლობების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიისთვის. 

კვლევის მიზანს წარმოადგენდა რადიო მაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა ქვეყნის 9 სამაუწყებლო ზონაზე განცალკევებულად და ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეროვნული მაუწყებლობისთვის.

კვლევის პროცესი მოიცავდა 2 ძირითად ეტაპს. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩავატარეთ 4 ფოკუს ჯგუფი თბილისსა და ბათუმში. ფოკუს ჯგუფებზე მოწვეულნი იყვნენ რადიოს მსმენელები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან და მედია ექსპერტები.

რაოდენობრივი კვლევა ჩავატარეთ პირისპირი ინტერვიუს გზით. კითხვარი ძირითადად მოიცავდა დახურულ კითხვებს და ასევე რამდენიმე ღია/ნახევრად ღია კითხვას. კვლევის პოპულაციას წარმოადგენდნენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვკითხეთ 2,812 რესპონდენტი.

კვლევამ საშუალება მისცა კომუნიკაციების კომისიას ლიცენზირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას ეხელმძღვანელა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: comcom.ge/uploads/other/3/3119.pdf