Website is working in testmode

IREX

IREX საქართველოში მხარს უჭერს დამოუკიდებელ მედიას და უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. IREX უზრუნველყოფს ტექნიკურ და სტრატეგიულ რჩევებს მედიაორგანიზაციებისა და მედია პროფესიონალებისთვის, ხელს უწყობს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მედია საშუალებების პარტნიორობას. IREX ასევე უწყობს ხელს უმაღლესი და საშუალო განათლების ადმინისტრირებას და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. 

IREX-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ფართომასშტაბიანი მედია-კვლევა საქართველოში. კვლევა ითვალისწინებდა რეგიონალური მედიის არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების დადგენას, მედიის - როგორც ბიზნეს ერთეულის - სიცოცხლისუნარიანობის შესწავლას, განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის რეკომენდაციების შემუშავებას, გეგმის სისრულეში მოსაყვანად პერიოდული მონიტორინგისა და ადგილზე ქოუჩინგის გზით. მედიების საჭიროებებზე დაყრდნობით, ინოვამ შეიმუშავა და ჩაატარა მედია-ორგანიზაციებისთვის ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვების პროგრამები/სემინარები. ჩვენი კომპანია პერიოდულად გეგმავდა და ატარებდა ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრის კვლევებს, რაც ეხმარებოდა მედია-ორგანიზაციებს საკუთარი მარკეტინგული გეგმის უკეთ დასახვასა და განხორციელებაში, ორგანიზაციების ზრდასა და განვითარებაში. ინოვა ასევე ზრუნავდა მედია-ორგანიზაციების side-ბიზნეს იდეების შემუშავებაზე/ჩამოყალიბებაზე და აქტიურად იყო ჩართული შერჩეული ბიზნეს იდეების განხორციელების პროცესში, უწევდა რა მენეჯერებს ბიზნეს-კონსულტანტისა და ანალიტიკოსის მომსახურებას.