მარკეტინგული კამპანიების პრე და პოსტ-შეფასება
Sociological researchმარკეტინგული დანახარჯის ადეკვატურობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების მუდმივი შესწავლა.
მომხმარებლის კვლევით ვხედავთ, რამდენად შედეგიანი იყო კამპანია, რამდენად დასამახსოვრებელი და ეფექტური იყო ის კომუნიკაციის ხერხი, რისი საშუალებითაც მიიღეს მომხმარებლებმა ახალი ინფორმაცია; რომელ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე დაამახსოვრდათ მარკეტინგული მასალები და სხვა მსგავსი საკითხები.
კვლევები ასევე გვაძლევს საშუალებას, წინასწარი დატესტვით განვსაზღვროთ მოლოდინი, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მასალას მომხმარებლის ქცევაზე, აღქმაზე, შეფასებაზე. რა ახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე გავლენას, რა იქცევს ვიზუალურად ყურადღებას.
კამპანიის შემდგომი შედეგების განსაზღვრა და სიღმისეულად შესწავლა მიმდინარეობს უკვე რაოდენობრივი კვლევის საშუალებით. რაოდენობრივი კვლევა გვაძლევს შესაძლებლობას, გავიგოთ მომხმარებლის აზრი კამპანიაზე, გავარკვიოთ - უნახავს თუ არა მომხმარებელს რომელიმე ტიპის მარკეტინგული მასალა, სად უნახავს/სად შედგა ინტერაქცია და რა გავლენა იქონია მასზე. აღნიშნული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავგეგმოთ მარკეტინგული კამპანია, სწორად გავაკეთოთ ბიუჯეტირება და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხარჯები.
2015 წლიდან ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ კორპორაცია ICR-თან. მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვისას, სამუშაოს ვიწყებთ თვისებრივი კვლევით. თვისებრივი კვლევა გვეხმარება, წინასწარ შევიქმნათ წარმოდგენა მომხმარებლების მოლოდინებზე: რა იქცევს მომხმარებლების ყურადღებას, როგორ იღებენ მომხმარებლები ყიდვის გადაწყვეტილებას, რა გავლენა აქვს მარკეტინგულ კამპანიას მომხმარებლის ქცევაზე, რომელი არხებია ყველაზე ეფექტური მარკეტინგული მესიჯის გასაგზავნად და სხვა.
ყოველ განხორციელებულ კამპანიას მოჰყვება ამ უკანასკნელის შედეგების შეჯამება და რაოდენობრივი კვლევით განისაზღვრება აღნიშნული კამპანიის ეფექტიანობა. რაოდენობრივი კვლევა გვეხმარება, დავადგინოთ, პოტენციური მომხმარებლების რა რაოდენობამ ნახა რეკლამა/მარკეტინგული მასალა, რომელი საინფორმაცია არხის საშუალებით მიიღო ინფორმაცია მომხმარებელმა, რამდენს დაამახსოვრდა, რა დეტალებმა მიიქცია მისი ყურადღება, რა გავლენა იქონია მესიჯმა მომხმარებლის ყიდვის გადაწყვეტილებაზე და ა.შ.
მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განისაზღვრება ყოველი შემდგომი კამპანია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დამკვეთი კომპანიისთვის ეფექტური საინფორმაცია არხების „აღმოჩენას“, ბიუჯეტის ოპტიმიზაციასა და საერთო ჯამში, მარკეტინგული აქტივობების შედეგიანობას. წლების განმავლობაში სტაბილურად ჩატარებული კვლევების წყალობით, ICR მუდმივად ბაზრის მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებას.