Сайт находится в стадии тестирования

ლუკა პოლარე

ლუკა პოლარეს პირველი სანაყინე 2008 წელს გაიხსნა თბილისში. დღეს კი საქართველოს 3 სხვადასხვა ქალაქში 16 სხვადასხვა ფილიალით არიან წარმოდგენილნი. წარმოება 60-მდე სხვადასხვა სახის ნატურალური ნაყინის სახეობას ითვლის. ასევე, სანაყინეში შეგიძლიათ მიირთვათ ექსკლუზიური ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი, მიქს-სასმელები, ფრაპეები, ნაცხვრები, სალათები და სენდვიჩები.


ლუკა პოლარე დღეს ბაზრის ლიდერია, 11 წლის მანძილზე ნელ-ნელა, გეგმიურად და სწორი გადაწყვეტილებებით გაიმყარეს პოზიციები. ჩვენი გუნდები 2013 წლიდან გახდნენ პარტნიორები. ჩვენი ერთად მუშაობა მოიცავს ბაზრის კვლევას, მარკეტინგულ კვლევებს, მომხმარებლის გამოკითხვას, ცნობადობის განსაზღვრას. ბაზრის კვლევის შედეგად დადგინდა გეოგრაფიული წერტილები ახალი ფილიალებისათვის, შემუშავდა ბიზნესის განვითარების გეგმა და შესაბამისი სამოქმედო რეკომენდაციები. 


Luca Polare-ს ორგანიზაცია, ასევე მოიცავს Polare Production-ს, რომლის ფილმებიცაა „გრძელი, ნათელი დღეები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. აღნიშნული პროექტები მოიცავდა ახალი ფილმებისათვის საპრემიერო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას. გეგმის ამოცანას წარმოადგენდა მაყურებელთა განსაზღვრული რაოდენობის კინოსიანსებზე მოზიდვა. „გრძელი, ნათელი დღეებისათვის“ გეგმის შესრულების შედეგად დასახული მიზანი 180% შესრულდა. ამ პროექტმა ჩვენ პირველი საერთაშორისო აღიარებაც მოგვიტანა.