Сайт находится в стадии тестирования

გროს ენერჯი ჯგუფი

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობაა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე; მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე იურიდიულ მხარეს, რაც გულისხმობს ნებართვების და ლიცენზირების ეტაპებზე სრულ მომსახურებას. კომპანიას ასევე ასრულებს ჰიდროლოგიურ, გეოდეზიურ, გეოფიზიკურ, გეოლოგიურ საველე კვლევებს.

მიმდინარე საბაზრო მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გააფართოვა მომსახურების არეალი რამაც განაპირობა კომპანიის ზრდა და საჭირო გახდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება. 
ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, სწორედ ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, შევიმუშავეთ GEG-ის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა.

 ამჟამად კომპანია იმყოფება გარდამავალ პერიოდში, რათა მოხდეს ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვა.