ლოკაციების კვლევა
Метрики Брендаბიზნესისათვის სწორი ლოკაციის შერჩევა ერთერთი ყველაზე საკვანძო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში როდესაც ფილიალები საცალო ვაჭრობაში, კვებაში ან სხვა მსგავს სფეროებში ოპერირებს. სხვადასხვა ორგანიზაციები ხშირად მოგვმართავენ ამოცანით, რომ განვსაზღვროთ საუკეთესო ლოკაცია მათი საჭიროებების შესაბამისად. სწორი ლოკაციის შერჩევა ბევრ სხვადასხვა ასპექტზეა დამოკიდებული და აღმოსაჩენად საჭიროებს სხვადასხვა ტიპის კვლევებსა და მონაცემების ანალიზს. მაგალითად ხდება დაკვირვება, არეალის ანალიზი, როგორც ფეხით მოსიარულეთა ასევე საავტომობილო ნაკადების ანალიზი გეოინფორმაციული სისტემების დახმარებით, კონკურენტების ანალიზი, საშუალო ჩეკისა და სამომხმარებლო კალათის შეფასება, მოხმარებლის ტიპის შეფასება და სხვა. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტები აღნიშნულ ტიპის კვლევებში არის მაკდონალდსისთვის და ლუკა პოლარესთვის გაკეთებული შერჩევები.
მაკდონალდს საქართველოს შემთხვევაში განისაზღვა 2 ახალი ლოკაციის შეფასება და შესწავლა, რაც მოიცავდა ახალი რესტორნებისათვის მოსალოდნელი ნაკადის, საშუალო ჩეკისა და შესაბამისად, შემოსავლების მოლოდინების პროგრნოზირებას. აღნიშნული რეკომენდაციების გასაცემად გავაანალიზეთ გეოგრაფიული არეალი, ნაკადების მონაცემები, კონკურენტები ფილიალები. რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე განისაზღვრა საშუალო ჩეკისა და სამომხმარებლო კალათა. კონკურენტების შესწავლის შედეგად მოხდა ობიექტში ვიზიტორთა რაოდენობის განსაზღვრა და მათი კონვერტაციის ალბათობა.
ლუკა პოლარესთვის შემუშავდა ბრენდის გაფართოების სტრატეგია, იმისათვის რომ გაემყარებინათ პოზიციები ქართულ ბაზარზე. აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვანი იყო კონკურენციის გასაწევად როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სამომავლოდ შემოსული საერთაშრისო ბრენდებისათვის. კომპანიის მენეჯმენტი ეძებდა საუკეთესო ადგილებს ახალი ფილიალების გასახსნელად, რომელიც იქნებოდა წარმატებული და შეავსებდა დაფარვის ნიშას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად შევისწავლეთ არსებული კლიენტები და ჩამოვაყალიბეთ პოტენციური კლიენტების სეგმენტი. შევისწავლეთ ამ სეგმენტების პრეფერენციები, მათი ლოიალურობა ბრენდის მიმართ და მათი გეოგრაფიული პრეფერენციები. აღნიშნული ინფორმაციით და გეორგრაფიული არეალის შესწავლით აღმოვაჩინეთ რამოდენიმე ლოკაცია, რომელიც შესაძლებელია გამოსადეგი ყოფილიყო ამ მიზნისათვის და თითოეული ლოკაცია შემდეგ შევისწავლეთ ცალ-ცალკე. შერჩეული ლოკაციებისთვის განვსაზღვრეთ ფინანსური პროგრნოზები ახალი ფილიალებისათვის. ჩვენს მიერ რეკომენდირებული ფილიალები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ლუკა პოლარესთვის და ის დღემდე განაგრძობს ზრდას და ბაზრის ლიდერის პოზიციებს წარმატებულად ინარჩუნებს.