ლოკაციების კვლევა
ბრენდის პარამეტრების კვლევაბიზნესისათვის სწორი ლოკაციის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ფილიალები საცალო ვაჭრობის სფეროს ეკუთვნის. სხვადასხვა ორგანიზაციები ხშირად მოგვმართავენ ამოცანით, განვსაზღვროთ საუკეთესო ლოკაცია მათი საჭიროებების შესაბამისად. სწორი ლოკაციის შერჩევა ბევრ განსხვავებულ ასპექტზეა დამოკიდებული და საკვანძო ასპექტების აღმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის კვლევები და მონაცემთა ანალიზია საჭირო. მაგალითად, ხდება ლოკაციაზე დაკვირვება, არეალის ზოგადი ანალიზი, როგორც ფეხით მოსიარულეთა, ასევე საავტომობილო ნაკადების ანალიზი გეოინფორმაციული სისტემების დახმარებით, კონკურენტების ანალიზი, საშუალო ჩეკისა და სამომხმარებლო კალათის შეფასება/ანალიზი, მოხმარებლის ტიპის შეფასება და სხვა მეთოდები.
აღნიშნული ტიპის კვლევებში გამორჩეულად საინტერესო პროექტებია მაკდონალდსისა და ლუკა პოლარესთვის გაკეთებული ლოკაციების შერჩევები.
მაკდონალდს საქართველოს შემთხვევაში განისაზღვრა 2 ახალი ლოკაციის შეფასება და შესწავლა, რაც მოიცავდა ახალი რესტორნებისათვის მოსალოდნელი ნაკადის, საშუალო ჩეკისა და შესაბამისად, შემოსავლების პროგნოზირებას. აღნიშნული რეკომენდაციების შესამუშავებლად გავაანალიზეთ გეოგრაფიული არეალი, ნაკადების მონაცემები, კონკურენტების ფილიალები. რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე განისაზღვრა საშუალო ჩეკისა და სამომხმარებლო კალათის მონაცემები. კონკურენტების შესწავლის შედეგად მოხდა საკვლევ ობიექტებში ვიზიტორთა რაოდენობისა და მათი კონვერტაციის ალბათობის განსაზღვრა.
ლუკა პოლარეს შემთხვევაში, კომპანიის მენეჯმენტი ეძებდა საუკეთესო ადგილებს ახალი ფილიალების გასახსნელად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად შევისწავლეთ არსებული კლიენტები და ჩამოვაყალიბეთ პოტენციური კლიენტების სეგმენტ(ებ)ი. შევისწავლეთ ამ სეგმენტების გეოგრაფიული, თუ ზოგადი პრეფერენციები, მათი ლოიალურობის დონე ბრენდის მიმართ. აღნიშნული ინფორმაციისა და გეოგრაფიული არეალის შესწავლის შედეგად აღმოვაჩინეთ რამდენიმე ლოკაცია, სადაც მეტნაკლებად შესაძლებელი იყო ახალი ფილიალების გახსნა და კვლევის მეორე ეტაპზე უკვე შერჩეული ლოკაციები შევისწავლეთ სიღრმისეულად. ამ ლოკაციებისთვის განვსაზღვრეთ ფინანსური პროგნოზები ახალი ფილიალებისათვის. კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა ლუკა პოლარეს მენეჯმენტისთვის ახალი ფილიალისთვის ლოკაციის შერჩევის პროცესი. ჩვენ მიერ რეკომენდირებული ფილიალები წარმატებული აღმოჩნდა ლუკა პოლარესთვის და ის დღემდე განაგრძობს ზრდასა და ბაზრის ლიდერის პოზიციების წარმატებით შენარჩუნებას.