საიტი სატესტო რეჟიმშია

CENN

CENN გამოცდილი არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს სამხრეთ კავკასიაში გარემოს დაცვის თემატიკაზე მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, რესურსების მდგრადი მართვის, ჯანსაღი, წარმატებული და კლიმატის მიმართ სტაბილური თემების ფორმირებისა და განვითარების, გარემოსდაცვით საკითხებში ქალთა ჩართულობისა და მათი როლის ზრდის მიმართულებებით.

ბოლო 2 წლის განმავლობაში CENN-თან ვითანამშრომლეთ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორის: ჩავატარეთ ტრენინგი ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად (ENPARD-ის ფარგლებში) და დავეხმარეთ ბიზნეს გეგმისა და ბიზნეს მოდელის დახვეწაში 6 შერჩეულ ორგანიზაციას, ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.