საიტი სატესტო რეჟიმშია

World Vision Georgia

1996 წელს World Vision-მა პირველად გახსნა ოფისი საქართველოში, რათა ემუშავა ქვეყნის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ საჭიროებებზე. World Vision Georgia-ს ყველა პროექტი 3 სტრატეგიულ მიზანს ემსახურება: 

- ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობა;

- ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;

- საზოგადოების განვითარება.

World Vision Georgia-ის პროექტისთვის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება კარგი მმართველობისთვის“ ჩვენ ჩავატარეთ საბაზისო კვლევა, რომლის შედეგადაც შევაფასეთ არსებული სიტუაცია მმართველობის, ანგარიშვალდებულებისა და ინკლუზიური პოლიტიკის მიმართულებით და გავზომეთ პროექტის ინდიკატორების საბაზისო მაჩვენებლები. პროექტის ფარგლებში კვლევა ჩავატარეთ საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში.