Website is working in testmode

კვლევა

კვლევა

სიახლეები

და-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენმა გუნდმა   ჩაატარა საქართველოში მოქმედი მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციების კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევა, რომელიც მოიცავდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ეტაპებს.  პროექტის ფარგლებში გამოვიკვლიეთ 1053 საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ზომის (მცირე, საშუალო და მსხვილი) ბიზნეს კომპანია. მსგავსი მასშტაბის კვლევა პირველია საქართველოში.

შედეგად, ქვეყანაში არსებობს კვლევა, რომელიც ქმნის ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რაც დაეხმარება ყველა ჩართულ და დაინტერსებულ მხარეს კორპორაციული პასუხისმგებლობის და ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერის კუთხით ეფექტური ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

 

 

 

 

Simetria

უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია კაპიტოლ ჯგუფის წევრია, რომელიც ყაზახური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად შეიქმნა. ამჟამად მათი საქმიანობა უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ფართო არეალს მოიცავს. მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები.

სიმეტრია-ს დაკვეთით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა თბილისის შემოგარენში მდებარე უძრავი ქონების ბიზნეს განვითარების გეგმა. კერძოდ: გავაანალიზეთ არსებული ტურისტული ნაკადები, ასევე ჩავატარეთ კონკურენტების სიღრმისეული კვლევა მეორადი ინფორმაციის მოძიების და მისტიური მყიდველის მეთოდით. გარდა ამისა, ინდუსტრიის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ ფინანსური მოდელი.

პროექტის საბოლოო ეტაპზე მოვამზადეთ ბიზნესის განვითარების გეგმა და შესაბამისი სამოქმედო რეკომენდაციები. 

Related posts