კვლევა
სიახლეებიტურიზმის და მოგზაურობის კონკურენტიანობის ინდექსი, რომელსაც World Economic Forum ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ადგენს მსოფლიოს 140 ქვეყნისთვის. იგი გამოითვლება სხვადასხვა ფაქტორებით და აჩვენებს მდგომარეობას ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის. ქვეყნები ფასდება 14 სხვადასხვა კრიტერიუმით, რომელიც თავის მხრივ 90 სხვადასხვა ინდიკატორისგან შედგება.
- ქვეყანაში არსებული გარემო
- ბიზნეს გარემო
- უსაფრთხოება
- ჯანდაცვა და ჰიგიენა
- ადამიანური რესურსები და შრომის ბაზარი
- საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- მოგზაურობისა და ტურიზმის პოლიტიკა და არსებული პირობები
- მოგზაურობის და ტურიზმის პრიორიტეტულობა
- საერთაშორისო ღიაობა
- კონკურენტიანობა ფასით
- გარემოს მდგრადობა
- ინფრასტრუქტურა
- საჰაერო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
- საგზაო და პორტის ინფრასტრუქტურა
- ტურისტული სერვისების ინფრასტრუქტურა
- ბუნებრივი და კულუტურული რესურსები
- ბუნებრივი რესურსები
- კულტურული რესურსები და ბიზნეს მოგზაურობა
2019 წლის შედეგები აჩვენებს რომ საჰაერო ტრანსპორტირება, ციფრული კავშირები და საერთაშორისო ღიაობა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომელიც საშუალო ქულის ზრდა გამოიწვია. ევროპა და აზია ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული რეგიონი ხდება საერთაშორისო ბაზარზე. მას აქვს საუკეთესო კულტურული რესურსები და წამყვანი ინფრასტრუქტურა მსოფლიოში (გამორჩეულია - მიწის, პორტის და ტურისტული სერვისების ინფრასტრუქტურა). ყველაზე დიდი ზრდის მაჩვენებელი ჰქონდა ფასების კონკურენტიანობას, საჰაერო ინფრასტრუქტურის ხარისხს და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მზადყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპა რჩება რეგიონის კონკურენტიანობის ბირთვად, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მეტად აღინიშნება ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტიანობის ინდექსის ზრდა.
საქართველო 140 ქვეყნიდან სიაში 68-ე ადგილს იკავებს. (2015 წელს 71-ე ადგილას, ხოლო 2017 წელს 70-ე ადგილას ვიყავით.) მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტიანობის ინდექსი 3.7-დან 3.9-მდე გაიზარდა. შეფასებაში ყველაზე მაღალი ქულა (6.0) გვაქვს ჯანდაცვისა და ჰიგიენასა და უსაფრთხოების კრიტერიუმებში. ყველაზე დაბალი ქულები - ნატურალურ რესურსებში (2.4) და კულტურულ რესურსებში, ბიზნეს მოგზაურობაში (1.5) და საჰაერო ინფრასტრუქტრაში (2.5) გვაქვს. საქართველომ 2019 წელს დააფიქრისა ყველაზე გაუმჯობესებული შედეგი ტურისტული ინფრასტრუქტურის რანგში და 70-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა.