Website is working in testmode

ICR

„აი სი არ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე. იგი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

ჩვენი და ICR-ის თანამშრომლობა სხვადასხვა დროის მოიცავდა: ბაზრის ფართომასშტაბიანი კვლევა, პრე და პოსტ-კამპანიების კვლევა, მაღაზიების ფილიალების კვლევა, ლოიალური მომხმარებლების სიღრმისეული ინტერვიუები და კვლევა, კმაყოფილების კვლევა, ახალი კონცეფციისა და ბრენდების დატესტვა ფოკუს ჯგუფების საშუალებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ინოვას კვლევების შედეგებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რეკომენდაციების შემუშავება პოტენციურ მარკეტინგულ აქტივობებზე, ჩატარებული და განხორციელებული აქტივობების კვლევა, შედეგების გაზომვა. აისიარის ბრენდები top of mind პოზიციებს ინარჩუნებს წლების განმავლობაში, რასაც ერთპიროვნულად განაპირობებს სტაბილურად ჩატარებული ბაზრის კვლევები და კვლევების შედეგებით გამყარებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები.