აი სი არ ჯგუფი
„აი სი არ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს, მათ შორის: ჯეოქსი, ეკკო, ბატა, კორსო იტალია, ოკაიდი ობაიბი, პარფოისი, ლაბორატორია ჩემი სახლი და სხვა.
ჩვენი და ICR-ის თანამშრომლობა სხვადასხვა დროს მოიცავდა შემდეგ სამუშაოებს: ბაზრის ფართომასშტაბიანი კვლევა, პრე და პოსტ-კამპანიების კვლევა, მაღაზიების ფილიალების კვლევა, ლოიალური მომხმარებლების სიღრმისეული ინტერვიუები და კვლევა, კმაყოფილების კვლევა, ახალი კონცეფციისა და ბრენდების დატესტვა ფოკუს ჯგუფების საშუალებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ინოვას კვლევების შედეგებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რეკომენდაციების შემუშავება პოტენციურ მარკეტინგულ აქტივობებზე, ჩატარებული და განხორციელებული აქტივობების კვლევა, შედეგების გაზომვა.
ICR-ის ბრენდები ყველაზე ცნობადი ბრენდების პოზიციებს ინარჩუნებს წლების განმავლობაში, რასაც განაპირობებს სტაბილურად ჩატარებული ბაზრის კვლევები და კვლევების შედეგებით გამყარებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები.