სიმეტრია

უძრავი ქონების განვითარების კომპანია "სიმეტრია" კაპიტოლ ჯგუფის წევრია, რომელიც ყაზახური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად შეიქმნა. ამჟამად მათი საქმიანობა უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ფართო არეალს მოიცავს. მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები. 

კომპანიის დაკვეთით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა თბილისის შემოგარენში არსებული უძრავი ქონების ბიზნეს განვითარების გეგმა. კერძოდ: გავაანალიზეთ არსებული ტურისტული ნაკადები, ასევე ჩავატარეთ კონკურენტების სიღრმისეული კვლევა მეორადი ინფორმაციის მოძიებისა და მისტიური მყიდველის მეთოდების გამოყენებით. გარდა ამისა, ინდუსტრიის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ ფინანსური მოდელი. პროექტის საბოლოო ეტაპზე მოვამზადეთ ბიზნესის განვითარების გეგმა და შესაბამისი სამოქმედო რეკომენდაციები.