ექსპო ჯორჯია
ექსპო ჯორჯია არის ერთადერთი საგამოფენო ცენტრი საქართველოში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს.
ჩვენი თანამშრომლობა საგამოფენო ცენტრთან უკვე რამდენიმე წელიწადია გრძელდება. წლების განმავლობაში შეგვისრულებია როგორც მარკეტინგული, ასევე ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები. მათ შორის აღსანიშნავია: სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, კონკურენტების კვლევა.
შედეგად, დავეხმარეთ ორგანიზაციის მენეჯმენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ჩვენი თანამშრომლობის დროს წარმატებული გამოფენების რაოდენობა გაიზარდა.