McCafé
მომხმარებლის კვლევაMcDonald’s საქართველოს ბაზარზე McCafe-ს გახსნასთან დაკავშირებით ჩავატარეთ მომხმარებლების წინასწარი კვლევა. პროექტის მსვლელობისას განისაზღვრა კონკურენტული გარემო, მომხმარებლების მოლოდინები, შემუშავდა საფასო და მენიუს რეკომენდაციები და თბილისის ბაზართან შესაბამისობა. პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ McCafe-ს პროდუქტები და შესაძლებლობები, განვსაზღვრეთ და შევისწავლეთ მთავარი კონკურენტები, გამოვკითხეთ მომხმარებლები (როგორც მაკდონალდსში, ასევე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თბილისის მასშტაბით). შედეგად, განვსაზღვრეთ ბაზრის ძირითადი მოთამაშეები, შევქმენით დამოკიდებულების რუკა (perceptual map) და დავადგინეთ მაკკაფეს ადგილი რუკაზე - შევიმუშავეთ მარკეტინგული პოზიციონირების სტრატეგია.