
მარკეტინგი
- მარკეტინგული კვლევები
- საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
- მარკეტინგის აუთსორსინგი
ჩვენ დაგეხმარებით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში, იმისათვის რომ გააუმჯობესოთ ურთიერთობა მომხმარებელთან, აღმოაჩინოთ ახალი ბაზარი და შექმნათ ბრენდის გამორჩეული ღირებულება. მომხმარებელთა გამოცდილება იქმნება კომპანიასთან პირველივე ინტერაქციიდან და გრძელდება მთელი ურთიერთობის განმავლობაში. ჩვენი მიდგომა შეისწავლის ბრენდის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების ყველა ელემენტს, რათა მათთან თითოეული ინტერაქციისას შევთავაზოთ ოპტიმალური გამოცდილება. მარკეტინგული კვლევები, რომელიც გაძლევთ სრულ ინფორმაციას მომხმარებლების თვისებების, ქცევის, ლოიალურობის შესახებ, არის სწორი მიდგომა მათთან ურთიერთობის დასამყარებლად. ჩვენ გთავაზობთ აღმოჩენებს, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი შემოსავლები და გამოიყენოთ სრული მარკეტინგული პოტენციალი.
ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ ინტუიციაზე დაფუძნებული სტრატეგიის შექმნას, ყველაფერი, რაც გეგმის შემუშავებისათვის გამოიყენება არის დაფუძნებული რიცხობრივ, უტყუან ინფორმაციაზე. სტრატეგიის შემუშავებისას, პირველ რიგში, ჩვენ გთავაზობთ ანალიზის, კრეატიულობის და ბიზნესის ცოდნის კომბინაციას. ცხადია, ბრენდის წარმატება შესაძლებელია გაიზომოს, თუკი შევარჩევთ სწორ ანალიტიკას და პარამეტრებს.
ჩვენ გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილებები არის დაფუძნებული ემპირიულ მონაცემებზე და არა ინტუიციაზე. ბაზარზე საუკეთესო ბრენდი არ ირჩევს მხოლოდ ვიზუალს ან კრეატივს, მარკეტინგული სტრატეგია საჭიროებს ბალანსს რეალურ რიცხვებსა და ჯადოქრობას შორის.