Сайт находится в стадии тестирования

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” CHCA არის ერთ-ერთი გამოცდილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროეზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. 

ჩვენი გუნდი თანამშრომლობდა CHCA-სთან პროექტის „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს მთავრობის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს(BPRM) მიერ. პროექტის საწყის ეტაპზე დავეხმარეთ ორგანიზაციას ბენეფიციარების შერჩევის პროცესში, ხოლო შემდეგომ შერჩეული ბენეფიციარებისთვის ჩავატარეთ საჭიროებების კვლევა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მენტორინგისა და ქოუჩინგის სესიები სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში.   

შედეგად, შევიმუშავეთ თითოეულ ბენეფიციართან ერთად მათი საქმიანობის განვითარების ერთწლიანი გეგმა, მიზნები და განსახორციელებელი ღონისძიებები.