საიტი სატესტო რეჟიმშია

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” CHCA არის ერთ-ერთი გამოცდილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. 

ჩვენი გუნდი თანამშრომლობდა CHCA-სთან პროექტის „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს მთავრობის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) მიერ. პროექტის საწყის ეტაპზე ჩართული ვიყავით პროგრამის ბენეფიციარების შერჩევის პროცესში, ხოლო შემდგომ შერჩეული ბენეფიციარებისთვის ჩავატარეთ საჭიროებების კვლევა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მენტორინგისა და ქოუჩინგის სესიები სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში.