ყავა მონდო
კომპანიის ისტორია 1998 წელს იწყება, როდესაც მისმა დამფუძნებელმა და CEO ალექსანდრე ბერიძემ იტალიაში ცხოვრებისას აღმოაჩინა ესპრესოს მიმართ გატაცება. ყველაფერი მაღალი ხარისხის იტალიური ყავისა და აღჭურვილობის საქართველოში იმპორტირებით დაიწყო. 2015 წელს კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და არსებული საქმიანობისთვის ახალი მიმართულების - ყავის წარმოების დამატება. შეიქმნა ყავის ახალი ბრენდი - მონდო.
ორგანიზაციის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისას, ჩვენ დავეხმარეთ პროცესების ოპტიმიზაციაში, კონტროლის მექანიზმების შემუშავებაში, სტრუქტურის დახვეწაში, კომპანიის სტრატეგიასა და პროცესებთან შესაბამისობაში.
კომპანია დღეს აწარმოებს მაღალი ხარისხის ყავას საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე ეწევა მის ექსპორტს. მონდო უმაღლესი კლასის ყავის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი, ექსპორტიორი და რეალიზატორია საქართველოში. ასევე აქვს ფილიალი ამერიკაში და მონდოს ბრენდირებული ყავის კაფე ლოს ანჟელესში.