აწარმოე საქართველოში
ბიზნეს გეგმის შემუშავებაჩვენ 2015 წლიდან ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ფინანსური მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას, რომელსაც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ადმინისტრირებას უწევს კონტრაქტორების საშუალებით. 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ჩვენ ვიყავით პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი ორგანიზაცია. ჩვენი გუნდი პროექტს ადმინისტრირებას უწევდა შემდეგ რეგიონებში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია.
ჩვენ პასუხისმგებელი ვიყავით ბიზნეს იდეებისა და ბიზნეს გეგმების მიღებასა და შეფასებაზე, გამარჯვებული ბენეფიციარების გამოვლენაზე, მათ ტრენინგებსა და წარმატების მონიტორინგზე.
გარდა ამისა, პროექტის სამუშაოების უკეთ დაგეგმვის, რეგიონებში არსებული სპეციფიკის, საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობისა და პროექტის სამუშაოების ხარისხიანი შესრულებისთვის, ჩვენი გუნდი რეგულარულად ატარებდა სამაგიდო კვლევებს რეგიონში განვითარებული ინდუსტრიებისა და ბაზრის შესწავლის მიზნით. ამავე დროს ჩვენ გვქონდა მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან, მათი თხოვნით ვატარებდით დამატებით პრეზენტაციებს მოსახლეობისთვის, ვუწევდით კონსულტაციებს, ვუზიარებდით ინფორმაციას პროექტის პროგრესის შესახებ.
შედეგად, ჩვენს სამიზნე რეგიონებში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 2 000-ზე მეტი დამწყები და არსებული მიკრო/მცირე ბიზნესი, დავატრენინგეთ და გავუწიეთ ინდივიდუალური კონსულტაციები 10 000–მდე ბენეფიციარს სამეწარმეო უნარების განვითარებაში, ფინანსებსა და მარკეტინგში. გრანტის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 14,5 მლნ. ლარი. აღსანიშნავია, რომ დაფინანსებული ბიზნესებიდან 92% მოქმედია, ხოლო 77% კი - მომგებიანი.
დღესდღეობით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა სახელდება სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტებს შორის. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/Business-Development/microgrants