ბიზნესის განვითარება

ყველა გადაწყვეტილებას რასაც ორგანიზაცია იღებს, საბოლოოდ გამოისახება ციფრებში: ახალი მომხმარებლების შეძენა, გაწეული ხარჯები, გამომუშავებული ფული. ეს ფინანსური პარამეტრები გამოსახავს კომპანიის ფინანსურ სარგებლიანობას. ჩვენი გუნდი გთავაზობთ ფინანსური პარამეტრების ოპტიმიზაციის საშუალებით, თქვენთან ერთად გამოვავლინოთ პოტენციური პრობლემები და განვსაზღვროთ, თუ რომელ ოპერაციებში ღირს რესურსების ინვესტირება, რათა მივაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას და გავხადოთ თქვენი ბიზნესი უფრო ღირებული. 

მნიშვნელოვანია, რომ სანამ გადავწყვეტთ პროექტის განხორციელებას, მასში დროითი და ფინანსური რესურსების ჩადებას, სწორად დავინახოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებო და გავაანალიზოთ მოსალოდნელი შედეგები. ჩვენ გთავაზობთ სერვისებს, სადაც ნათლად დაინახავთ, არის თუ არა ახალი სტარტაპი თუ ბიზნესის გაფართოება შესაძლებელი და რამდენად ღირს მასში რესურსის ჩადება. 

ჩვენ გთავაზობთ ბიზნეს იდეის ჩამოყალიბების ეტაპიდან დაწყვებული, მისი ფუნქციონირების ყოველ საფეხურზე დახმარებას: სიცოცხლის უნარიანობის კვლევა, ფინანსური პარამეტრების ოპტიმიზაცია, ბიუჯეტირების სისტემების იმპლემენტაცია, მარაგებისა და გაყიდვების ეფექტურობის ანალიზი და ყველაფერი ის, რაც დაგეხმარებათ რიცხვებში დაინახოთ თქვენი ორგანიზაციის წარმატება.  

ჩვენ დაგეხმარებით ერთად შევქმნათ მომავალი თქვენი ორგანიზაციის საუკეთესოდ განსავითარებლად.

პროექტები

ჩვენ ფრთებს ვასხამთ თქვენს ჩანაფიქრს

ყველა პროექტი
აწარმოე საქართველოში

აწარმოე საქართველოში

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა უკვე 5 წელიწადზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით.

ვრცლად