
კვლევა
- ბაზრის კვლევა და ანალიზი
- სოციოლოგიური კვლევა
- მომხმარებლის კვლევა
- კონკურენტების კვლევა
- სერვისის აუდიტი (მისტიური მყიდველი)
ჩვენ დაგეხმარებით, მიიღოთ ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებები კვლევებზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანია, რომ ახალ შესაძლებლობებს ფრთები შევასხათ რელევანტური მონაცემების გამოყენებით. ერთად აღმოვაჩინოთ პრობლემა, შევიმუშავოთ სწორი კვლევის დიზაინი, განვახორციელოთ ხარისხიანი საველე სამუშაოები, სწორად გავაანალიზოთ მიღებული მონაცემები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენი საქმიანობა ითვლის 200-ზე მეტ კვლევას, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვკითხეთ 10,0000-ზე მეტი ადამიანი.
შესაძლებელია კვლევის როგორც სხვადასხვა რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდებით საზოგადოების აზრის გამოვლენა. დარგის ყველაზე გამოცდილი მკვლევარები არიან ჩართული კვლევის დიზაინის განსაზღვრაში, შერჩევის მეთოდოლოგიისა და სამუშაო ველის მონიტორინგის ტექნიკების შემუშავებაში. კვლევების დახმარებით შესაძლებელია შევისწავლოთ თქვენი მომხმარებელი და მათი ქცევა, თქვენი კონკურენტები და მათი სპეციფიკა, დავტესტოთ ახალი პროდუქტები ან მარკეტინგული კამპანია, დავინახოთ ნიშა ბაზარზე ან აღმოვაჩინოთ თქვენი ბიზნესის ახალი შესაძლებლობები.
ბაზრის კვლევა და ანალიზი არის პროცესი, როდესაც ვაგროვებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ახალი პროდუქტის, ბრენდის ან გადაწყვეტილებების განხორციელებისათვის. რა ზომისაა არსებული ბაზარი, როგორია ბაზრის მუშაობის პრინციპი, ვინ არიან მთავარი კონკურენტები და მომხმარებლები. ყველა ეს ინფორმაცია საჭიროა, რათა წარმოვიდგინოთ, რამდენად ხილვადი ვიქნებით ბაზარზე, განვსაზღვროთ შესაძლო შედეგები და განვითარების გზები.
სოციოლოგიური კვლევით ჩვენ ვსწავლობთ საზოგადოების ინტერესთა სფეროს, მოთხოვნებსა და სურვილებს. აღნიშნული კვლევა გამოიყენება, როდესაც გვსურს საზოგადოების ან კონკრეტული ჯგუფის ქცევის შესწავლა როგორც ბიზნეს გადაწყვეტილებებისათვის, ასევე სხვადასხვა სოციალური პრობლემების აღმოსაჩენად.
მომხმარებლის კვლევის საშუალებით ჩვენ დაგეხმარებით, ყოველთვის ინფორმირებული იყოთ თქვენი მომხმარებლის სურვილების შესახებ და შესთავაზოთ მათ საუკეთესო გამოცდილება. სასურველია, დროდადრო გავზომოთ ბრენდის პარამეტრები - NPS, ცნობადობა, მოხმარების სიხშირე და სხვა.
კონკურენტების კვლევა შესაძლებლობას გაძლევთ, დარჩეთ ბაზრის ლიდერად, გქონდეთ კონკურენტული გარემოს მდგომარეობის სრული ანალიზი: ფასების პოლიტიკის, პროდუქციისა და მომხმარებელთა ქცევის შესწავლა.
სერვისის აუდიტი (მისტიური მყიდველი) საშუალებას გაძლევთ, შეისწავლოთ საკუთარი პროდუქტის, მომსახურებისა და სერვისის ხარისხი. აუცილებელია, მუდმივად ვაკონტროლოთ, თუ როგორ ვოპერირებთ ბაზარზე, რათა პირველმა დავინახოთ საკუთარი სისუსტეები და მალევე აღმოვფხვრათ ისინი.