კვლევა

რა შემთხვევებში სჭირდება ორგანიზაციას კვლევის ჩატარება?

  1. ზრდის შესაძლებლობების აღმოსაჩენად;
  2. ახალი პროდუქტის შესაქმნელად;
  3. ახალი ბაზრის ასათვისებლად;
  4. კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად;
  5. მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად;
  6. გაყიდვების გასაზრდელად;
  7. ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად;

 

კვლევის მრავალი ტიპი არსებობს. ორგანიზაციის წინაშე მდგომი ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენ გირჩევთ  ოპტიმალურ კვლევის ტიპს და გიდგენთ მეთოდოლოგიას, რათა მიღებული შედეგების სანდოობა იყოს მაღალი.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი ტიპის კვლევებს:

ინდუსტრიის პარამეტრების კვლევა - ამ ტიპის კვლევა გამოიყენება ბაზრის ზომის დასადგენად, კონკურენციის დონის შესაფასებლად, ბაზრის ტენდენციების გასაანალიზებლად, ფასების და მარჟების დასადგენად. კვლევის შედეგად, დამკვეთი მიიღებს მიწოდების ჯაჭვის აღწერას და ანალიზს. კვლევის პროცესში ვიყენებთ როგორც მეორადი ინფორმაციის წყაროებს, ასევე დაკვირვებას და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტებს. იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3tAPd4q

სოციოლოგიური კვლევა - აღნიშნული კვლევა გამოიყენება, საზოგადოების ან კონკრეტული ჯგუფის ქცევის, აზრის და დამოკიდებულებების შესასწავლად. კვლევის პროცესში გამოიყენება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები. იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3tAPd4q

ბრენდის პარამეტრების კვლევა - ბრენდის პარამეტრების კვლევა ძირითადად გამოიყენება: ბრენდის ცნობადობისა და სხვა საბაზისო პარამეტრების გასაზომად, ბრენდის ცნობადობის და სხვა საბაზისო პარამეტრების პერიოდული მონიტორინგისთვის, მომხმარებლის დამოკიდებულების შესაფასებლად, ბრენდის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად, განხორციელებული მარკეტინგული ძალისხმევის ეფექტიანობის შესაფასებლად, მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმალურად დასაგეგმად, ბრენდის პარამეტრების დინამიკის ანალიზისთვის, კვლევის პროცესში გამოიყენება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები. იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3tAPd4q

კონკურენტების კვლევა - კვლევა საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ და სიღრმისეულად შეისწავლოთ თქვენი ძირითადი კონკურენტები. დაადგინოთ მათი პროდუქტი და ფასები, მიზნობრივი სეგმენტები, მიწოდების და მომსახურების პირობები, გაყიდვების არხები. კვლევის შედეგად დამკვეთი ასევე მიიღებს კონკურენციის დეტალურ რუკას. კვლევის პროცესში გამოიყენება როგორც მეორადი ინფორმაციის წყაროები, ასევე დაკვირვება, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტები. იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3tAPd4q

სერვისის აუდიტი (მისტიური მყიდველი) - კვლევა საშუალებას იძლევა: შეფასდეს ბრენდის/მომსახურების სტანდარტების განხორციელება, შეფასდეს მომხმარებლის გამოცდილება ობიექტურად, მოხდეს მომხმარებელთან ურთიერთობის, გაყიდვების, მომსახურების პროცესებში ხარვეზების იდენტიფიცირება, სწორად განისაზღვროს თანამშრომელთა დატრენინგების/გადამზადების საჭიროებები, შეფასდეს კონკურენტები, მათი გაყიდვების, მომსახურების პროცესი. კვლევის საწყის ეტაპზე ვადგენთ შესაფასებელ პარამეტრებს და ვამუშავებთ შესაბამის სცენარებს. იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3tAPd4q

U&A - კვლევა ძირითადად გამოიყენება: მიზნობრივი სეგმენტის/სეგმენტების განსაზღვრისთვის ან შესწავლისთვის, მომხმარებლის პრეფერენციების იდენტიფიცირებისთვის, მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმების განსაზღვრისთვის, მომხმარებლის ქცევის შესწავლისთვის, მომხმარებლის დამოკიდებულების შესწავლისთვის, მომხმარებლის ქცევაზე ბაზარზე მომხდარი ცვლილებების ზეგავლენის შესასწავლად. კვლევის პროცესში გამოიყენება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები. იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3tAPd4q

პრე და პოსტ კამპანიის შეფასება - კვლევა გამოიყენება მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვისთვის და ჩატარებული კამპანიის შედეგების შესაფასებლად. ასევე, კვლევა საშუალებას აძლევს დამკვეთ სწორად შეარჩიოს საკომუნიკაციო არხები, შეაფასოს გამოყენებული არხების მიზანშეწონილობა და გაზარდოს მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტიანობა. კვლევის პროცესში გამოიყენება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები. იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3tAPd4q

მომხმარებლის გამოცდილების კვლევა  -  კვლევა გამოიყენება მიზნობრივი მომხმარებლის ბრენდთან ურთიერთობის გამოცდილებების შესასწავლად და შესაფასებლად. პროექტი მოიცავს მომხმარებლის გამოცდილების რუკის შედგენას და თითოეული ეტაპის სიღრმისეულ კვლევასა და ანალიზს. კვლევის პროცესი კომპლექსურია, მოიცავს ინფორმაციის პირველად და მეორად წყაროებს,  გამოიყენება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები. იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3tAPd4q

 

პროექტები

ჩვენ ფრთებს ვასხამთ თქვენს ჩანაფიქრს

ყველა პროექტი
კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევა

კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში, ჩვენმა გუნდმა  ჩაატარა ქვეყანაში მოქმედი მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციების კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევა. 

ვრცლად

საქართველოში რადიო მაუწყებლობის განვითარების შესაძლებლობების კვლევა

საქართველოში რადიო მაუწყებლობის განვითარების შესაძლებლობების კვლევა

"მომსახურების გაწევა განხორციელდა კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად, ხოლო კვლევის თითოეული ეტაპი შესრულდა და ანგარიშის წარდგენა მოხდა ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დაცვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია რეკომენდაციას უწევს შპს „Innova”-ს განახორციელოს ანალოგიური მომსახურების გაწევა სხვა დამკვეთზე“. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე - კახი ბექაური

ვრცლად

ლოკაციების კვლევა

ლოკაციების კვლევა

ბიზნესისათვის სწორი ლოკაციის შერჩევა ერთერთი ყველაზე საკვანძო გადაწყვეტილებაა. ჩვენ დაგეხმარებით მარტივას მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება.

ვრცლად

McCafé

McCafé

McDonald’s საქართველოს ბაზარზე McCafé-ს გახსნასთან დაკავშირებით მოსალოდნელი შედეგების წინასწარი განსაზღვრა

ვრცლად

მარკეტინგული კამპანიების პრე და პოსტ-შეფასება

მარკეტინგული კამპანიების პრე და პოსტ-შეფასება

მარკეტინგული დანახარჯის ადეკვატურობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია მომხმარებლების მუდმივი კვლევა და კამპანიების შედეგიანობის შეფასება.

ვრცლად

მარკეტინგული კამპანიების პრე და პოსტ-შეფასება

მარკეტინგული კამპანიების პრე და პოსტ-შეფასება

მარკეტინგული დანახარჯის ადეკვატურობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია მომხმარებლების მუდმივი კვლევა და კამპანიების შედეგიანობის შეფასება.

ვრცლად

კოვიდ 19-ის გავლენა კორპორაციულ პასუხიმგებლობაზე საქართველოში

კოვიდ 19-ის გავლენა კორპორაციულ პასუხიმგებლობაზე საქართველოში

2020 წელს ჩავატარეთ კვლევა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენის შესაფასებლად ბიზნეს კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე

ვრცლად